ხშირად დასმული კითხვები

თურქული საიტებიდან გამოწერისას უნდა გამოიყენოთ სლიქის თურქეთის ოფისის მისამართი, რომელსაც მიბმული აქვს თქვენი უნიკალური ID. მისამართის ინფორმაცია იხილეთ თქვენს პირად კაბინეტში, დააჭირეთ კოპირების ღილაკს და ჩასვით თურქული მაღაზიის გვერდზე.

ტრანსპორტირების საფასური ანგარიშდება რეალური წონით. 1კგ-ის ტრანსპორტირების საფასური შეადგენს 3.5$-ს.

მას შემდეგ რაც აარჩევთ სასურველ ნივთს, ჩააგდეთ ის კალათში, შემდეგ აირჩიეთ სასურველი საბანკო ანგარიში საიდანაც გსურთ გადახდის განხორციელება, მიუთითეთ შესაბამისი ინფორმაცია ბარათის შესახებ და  გადაიხადეთ. ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრის შემდეგ შეკვეთა ავტომატურად გააქტიურებულია. 

თურქეთის საწყობში მისული ამანათის ასახვა პირად კაბინეტში ხდება მისვლიდან რამოდენიმე წუთში 

დეკლარაციის შესავსებად უნდა შეხვიდეთ თქვენს კაბინეტში -"ამანათები საწყობში" (თუ სხვა სტატუსი აქვს შესაბამის გვერდზე) და ამანათის გასწვრივ მარჯვენა მხარეს დააჭირეთ ღილაკს "დეკლარირება". შემდეგ შეავსეთ ის ინფორმაცია, რომელსაც მოგთხოვთ ნივთის შესახებ და დააჭირეთ განახლებას 

არადეკლარირებული ნივთები ფასის გადამოწმების მიზნით ჩერდება საბაჟოზე, შესაბამისად დაგვიანდება მისი გაცემა. 

ინვოისის ატვირთვა სავალდებულოა მხოლოდ მაშინ თუ მომხმარებლის ამანათი გაივლის წითელ ან ყვითელ დერეფანში ანუ მოგიწევთ განბაჟება ან უბრალოდ გადამოწმდება მებაჟეების მიერ.

ტრანსპორტირების საფასურის გადახდა შეგიძლიათ ამანათის პირად კაბინეტში ასახვის მომენტიდან მის გატანამდე ნებისმიერ ეტაპზე. თანხის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ პირადი კაბინეტიდან უნაღდო ანგარიშსწორებით. ამისთვის თავდაპირველად უნდა შეავსოთ საიტის ბალანსი - თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ნებისმიერი ქართული Visa/Mastercard ბარათით. ბალანსის შევსების შემდეგ ამანათის გასწვრივ უნდა დააჭიროთ ღილაკს “გადახდა”, რის შემდეგაც ამანათის ტრანსპორტირების საფასური ჩაითვლება გადახდილად 💳 

კურიერის მომსახურების მოთხოვნა შეგიძლიათ პირად კაბინეტში, ამანათის გასწვრივ. უნდა ნახოთ სექცია “გატანა” და აირჩიოთ “კურიერი” 🚚  

კურიერის მომსახურების საფასური თბილისში: 5 კგ-მდე 6,5 ლარი. რეგიონები - 9 ლარი.

ამანათების მიწოდება თბილისში ხდება 2 დღის, ხოლო რეგიონებში 4 დღის ვადაში. კურიერის მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია ტრანსპორტირების საფასური გადახდილი იყოს სრულად ყველა ამანათზე და მონიშნული იყოს კურიერის მომსახურებ 

თბილისი: ოთარ ლორთქიფანიძის 36 

თბილისი - ორშაბათი - პარასკევი 11:00-19:00 

ამანათის ოფისში დატოვება შეგიძლიათ 30 დღის ვადით 

როდესაც ონლაინ მაღაზიაში ყიდულობთ რამოდენიმე პროდუქტს, ხშირად მაღაზიები ვერ ახერხებენ მათი ერთიანად გამოგზავნის ორგანიზებას და პროდუქტებს ნაწილ–ნაწილ გზავნიან. რადგან ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა პროდუქცია გაქვთ შეკვეთილი, შემოსულ ამანათებს უბრალოდ დავაფიქსირებთ თრექინგ კოდების მიხედვით. 

თუ მაღაზიის მიერ მოწოდებული თრექინგ კოდი შეამოწმეთ და ამანათი არ მოდის ან კვლავ გზაშია, უპირველეს ყოვლისა დაუკავშირდით თვითონ გამომგზავნს და გადაამოწმეთ თრექინგ კოდი. სცადეთ, მიიღოთ დამატებითი დეტალები – მაგ: გამოგზავნის ზუსტი თარიღი და ა.შ. არსებობს ძალიან იშვიათი შემთხვევები, როდესაც გამოგზავნილი ამანათი იკარგება თურქეთის ტერიტორიაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოგზავნისას ყველა ამანათს აქვს თრექინგ კოდი, რასაც მაღაზია მიანიჭებს ამანათს. იმ შემთხვევაში თუ ამანათი ჩვენს საწყობამდე არ მოვიდა, სამწუხაროდ ჩვენ მას ვერ ვაკონტროლებთ, შესაბამისად მასზე ჩვენი დაზღვევის სერვისი არ ვრცელდება. 

როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში უნდა დაუკავშირდეთ მაღაზიას რომ მოახდინონ ზარალის ანაზღაურება, 

პირველ რიგში, ნახეთ ამანათში არსებული შეკვეთის ფურცელი, რომელშიც აღწერილია თუ რა შეიძინეთ და რა გამოიგზავნა მაღაზიიდან. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მაღაზიას გამოგზავნისას არ აქვს გარკვეული პროდუქტი და ვერ აგზავნის მას. ასეთ შემთხვევაში უნდა მიმართოთ მაღაზიას. 

საგადასახადო კოდექსში ცვლილების შემდეგ, 300 ლარი ან მეტი ღირებულების ამანათის მიღება განბაჟებას ექვემდებარება. განსაბაჟებლად ჩაითვლება ერთგვაროვანი პროდუქცია და, ასევე, ამანათი, რომლის წონაც 30კგ-ს აღემატება. ასევე, ერთი რეისით გამოგზავნილი ამანათები, რომლის ჯამური ან/და ერთეული ამანათის ღირებულება აღემატება 300 ლარს და შეძენილია ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიაში/მომწოდებელთან, ექვემდებარება განბაჟებას. საბაჟო გადასახადი შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს. ამონარიდი საგადასახადო კოდექსიდან: საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ 52. 2705 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ლ) ფიზიკური პირის მიერ: ლ.ვ) საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის; ინფორმაციისთვის, 28–97 ჯგუფები ითვალისწინებს პრაქტიკულად ყველა სახის პროდუქციას, გარდა საკვებისა. დეტალები სასაქონლო ნომენკლატურის ჯგუფების შესახებ, იხილეთ შემდეგ მისამართზე: http://www.mof.ge/common/get_doc.aspx?docID=5220 

ამანათის დეკლარირება სავალდებულოა. დეკლარაციის სრულყოფილად და სწორად შევსებაზე მთლიანად პასუხისმგებელია მომხმარებელი. დეკლარაციის შევსება სავალდებულოა. 

იმ შემთხვევაში, თუ საიტზე ჩანს, რომ ნივთი მისულია სლიქის თურქულ მისამართზე, თუმცა პირად კაბინეტში არ ჩანს. არის შანსი, რომ ამანათი მოსული იყოს პირადი ნომრის გარეშე ან საერთოდ არ იყოს მოსული. ამიტომ ასეთ შემთხვევაში აუცილებელია დაგვიკავშირდეთ, როგორც ჩვენ, ასევე მაღაზიას, რომლიდანაც გამოწერეთ და სთხოვოთ ჩაბარების დოკუმენტით დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად მოიტანეს ჩვენთან. 

იმ შემთხვევაში თუ ნივთის გატანას თავად ვერ ახერხებთ, შესაძლებელია სხვის მიერ გატანა, მხოლოდ ამანათის გამომწერის ID ბარათით (პირადი ნომრით). 

ოპერატორს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნომერზე 032 2 501 205 📞 

გთავაზობთ საიტების ჩამონათვალს საიდანაც შეძლებთ ნივთების გამოწერას.🤓 

 

ავტორიზაცია რეგისტრაცია