მომსახურების პირობები

ᲢᲕᲘᲠᲗᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲔᲠᲗᲐᲨᲝᲠᲘᲡᲝ ᲒᲐᲓᲐᲖᲘᲓᲕᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲥᲡᲞᲔᲓᲘᲪᲘᲘᲡ ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲐ

შპს „iGET group“, შემდგომში ექსპედიტორი კომპანია, ვებ-გვერდი: www.sleek.ge, ტელ: 032 2 501 205, ელ.ფოსტა: info@sleek.ge, მისამართი: ოთარ ლორთქიფანიძის 24

და მომხმარებელი: ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს შპს „iGET group“-ს გადაზიდვის სერვისით და მინიჭებული აქვს მომხმარებლის შვიდნიშნა ნომერი. რომელიც დაფიქსირებულია ტვირთის ჩამოსვლისას თანდართულ საერთო კომერციულ ინვოისში, საბაჟო დოკუმენტაციაში და შპს „iGET group“-ს მონაცემთა ბაზაში, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:

1. ᲮᲔᲚᲨᲔᲙᲠᲣᲚᲔᲑᲘᲡ ᲡᲐᲒᲐᲜᲘ

1.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ექსპედიტორის საწყობიდან (რომელიც მდებარეობს თურქეთში – ქალაქი “სტამბული”-ში), შემკვეთის მიერ გადაგზავნილი და ექსპედიტორის მიერ მიღებული ტვირთის საქართველოში საექსპედიციო გადაზიდვის მომსახურების გაწევა, რომელსაც ექსპედიტორი უზრუნველყოფს თავისი სახელით და შემკვეთის ხარჯზე.
1.2 კომპანია Sleek • სლიქ-ში მომხმარებლის რეგისტრაცია უფასოა და ნებაყოფლობითი. რეგისტრაცია ხორციელდება ვებ-გვერდზე www.sleek.ge. მომსახურების პირობები საჯაროა. კომპანია Sleek • სლიქ-ს მომსახურებით სარგებლობა ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაეთანხმა აღნიშნული ხელშეკრულების პირობებს, მხოლოდ მისი გაცნობის შემდეგ.

2. ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲘᲡ ᲦᲘᲠᲔᲑᲣᲚᲔᲑᲐ, ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲘᲡ ᲬᲝᲜᲘᲡ ᲓᲐᲛᲠᲒᲕᲐᲚᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ

2.1 ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათების ჯამური წონიდან. გადასახდელი წონის ფასი შეადგენს $3,5 აშშ დოლარს 1კგ–ზე, გადახდის დღისთვის არსებული თი–ბი–სი ბანკის დოლარის შესყიდვის კურსით ლარებში.
2.2 სავალდებულოა გადახდა განხორციელდეს მხოლოდ www.sleek.ge ვებ–გვერდზე მითითებული გადახდის მეთოდებით. სხვა შემთხვევაში თანხის მიღების დადასტურება დროულად არ მოხდება, რაც გამოიწვევს ამანათების დარიგებისას შეფერხებებს.
2.3 წონის დამრგვალება ხდება 100 გრამის სიზუსტით
2.4 მხარეთა შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ტვირთების ჩამოტანის შემდეგ, არაუგვიანეს 30 დღეში. ვადის გადაცილების შემდეგ ტვირთს ყოველდღიურად დაერიცხება შენახვის საკომისიო 2₾.
2.5 შემკვეთი, ექსპედიტორის მიერ გამოწერილი ინვოისის საფუძველზე, გადაუხდის თანხას რომელიც გამოიანგარიშება ყოველი კონკრეტული ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში.
2.6 მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის მიღება არ ხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.
2.7 იმ შემთხვევაში, თუ თურქეთში მიღებული ამანათის/ტვირთის მოცულობითი ან რეალური წონა 10კგ-ს აჭარბებს, კომპანიას უფლება აქვს შეაჩეროს ამანათის/ტვირთის გამოგზავნა საავანსო თანხის ჩარიცხვამდე.

2.8 ამანათის ჩამოტანის მინუმალური ღირებულება შეადგენს 3 ლარს.

4. ᲨᲔᲛᲙᲕᲔᲗᲘ ᲐᲜᲣ ᲛᲝᲛᲮᲛᲐᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲕᲐᲚᲓᲔᲑᲣᲚᲘᲐ:

4.1. ექსპედიტორის მოთხოვნით დროულად მიაწოდოს მას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს მითითებები, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი ცნობები საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად. გარდა ამისა, შემკვეთმა ექსპედიტორს უნდა გადასცეს აუცილებელი დოკუმენტები აღნიშნული ცნობების უტყუარობის დასადასტურებლად.
4.2. საფრთხეშემცველი ტვირთის არსებობისას შემკვეთმა უნდა გააფრთხილოს ექსპედიტორი საფრთხის ზუსტი სახეობის შესახებ და აუცილებლობის შემთხვევაში, მიუთითოს მას უსაფრთხოების ზომებზე.
4.3. ტვირთი, რომლის საფრთხეშემცველობის შესახებ არ იცოდა ექსპედიტორმა, შეიძლება ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას გადმოიტვირთოს, განადგურდეს ან გაუვნებელდეს ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად.
4.4. შემკვეთი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს ტვირთის სახეობა, შეაფუთვინოს იგი გადაზიდვის მოთხოვნების შესაბამისად.
4.5. შემკვეთი ვალდებულია ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ოფისიდან გასვლის შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და კომპანია Sleek • სლიქ არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

5. ᲡᲐᲙᲣᲠᲘᲔᲠᲝ ᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ

5.1. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით: ექსპრესკურიერის სერვისით თბილისის მასშტაბით და საკურიერო სერვისით რეგიონებში. საკურიერო მომსახურებას ახორციელებს შპს “ხხხხხხხხხხ”.
5.2. ექსპრესკურიერის მომსახურების ღირებულება ყოველ 10 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს X ლარს. 10 კგ-დან 20 კგ.მდე - 6 ლარს. თუ ამანათის წონა აღემატება 20 კგ-ს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ 1 კგ-მდე - 0.80 ლარით (მაგალითად, თუ ამანათის წონაა 21,8 კგ, ამანათის წონა დამრგვალდება 22 კგ-მდე და გამრავლდება 0,80 ლარზე). ექსპრესკურიერით სარგებლობისთვის, ამანათების მართვის პანელში, განყოფილებაში "ჩამოსულია" უნდა გაკეთდეს მოთხოვნა "საკურიერო მომსახურება" ღილაკზე დაჭერით. საკურიერო სერვისი ხორციელდება ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით. ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 2 სამუშაო დღეს.
5.3. საკურიერო სერვისი რეგიონებში (ბათუმი, ხაშური, ფოთი, გორი, გურჯაანი, კასპი, ქარელი, ქუთაისი, საგარეჯო, სიღნაღი, თელავი, წყალტუბო, ზესტაფონი, მარტვილი, აბაშა, ბაღდათი, გარდაბანი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, ოზურგეთი, ქობულეთი, რუსთავი, სამტრედია, ვანი, ხონი, ზუგდიდი, სენაკი, ლაგოდეხი, ამბროლაური, ყვარელი, შუახევი, ჩხოროწყუ, თიანეთი, ხარაგაული, ხელვაჩაური, ხობი, თეთრიწყარო, საჩხერე, თერჯოლა, ბოლნისი, ონი, ჭიათურა, დმანისი, წალენჯიხა, ბორჯომი, ლენტეხი, მესტია, ტყიბული, ქედა, სტეფანწმინდა, ცაგერი, ახმეტა, ასპინძა, ხულო, ახალქალაქი, ახალციხე, ნინოწმინდა, ჩოხატაური, წალკა, ადიგენი, დედოფლისწყარო, დუშეთი) ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგიონული საკურიერო მომსახურება სრულდება მომხმარებლის მოთხოვნით, ამანათების მართვის გვერდიდან. რეგიონული საკურიერო მომსახურების ღირებულება ყოველ 10 კგ-მდე ნებისმიერი რაოდენობის, ერთი მომხმარებლისთვის მისატან ამანათზე შეადგენს 10 ლარს. 10 კგ-დან 20 კგ.მდე - 20 ლარს. თუ ამანათის წონა აღემატება 20 კგ-ს, მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ 1 კგ-მდე - 0.80 ლარით (მაგალითად, თუ ამანათის წონაა 21,8 კგ, ამანათის წონა დამრგვალდება 22 კგ-მდე და გამრავლდება 0,80 ლარზე). ამანათის მიტანის მიახლოებითი ვადა შეადგენს 3-5 სამუშაო დღეს.
5.4. საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ყველა გადასახდელი ინვოისის გადახდა და ბალანსზე დამატებით საკურიერო მომსახურების ღირებულების ჩარიცხვა.
5.5. კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ მისამართზე და მხოლოდ ერთხელ.
5.6. ვებ–გვერდიდან მისამართის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ამანათის ჩამოსვლამდე, სხვა შემთხვევაში ამანათის გატანა შეცვლილ მისამართზე არ მოხდება.
5.7. შეზღუდულია მისამართის შეცვლა და გადამისამართება ოფისში სატელეფონო ზარით ან ზეპირი შეთანხმების საფუძველზე.
5.8. კურიერი არ აიტანს ამანათს სართულებზე.
5.9. მისამართზე მისვლამდე კურიერი დარეკავს მომხმარებლის გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე, რათა გადასცეს მომხმარებელს ამანათი. თუ დაკავშირება რამდენიმე წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან სატელეკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, კურიერი წაიღებს ამანათს ფილიალში, საიდანაც მომხმარებელი ვალდებულია თვითონ გაიტანოს ამანათი.
5.10. ამანათის მისაღებად საჭიროა მომხმარებელმა თან იქონიოს მიმღების (პირი, რომლის სახელი, გვარი ან/და სახელწოდება აწერია უშუალოდ ამანათს) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი ან უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ქსეროასლი არ მიიღება. იმ შემთხვევაში თუ ამანათს იბარებს სხვა, მესამე პირი, რომელიც არ არის ამანათის მიმღები, მაშინ საჭირო იქნება ასევე იმ პიროვნების, ვინც უშუალოდ ჩაიბარებს ამანათს, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, პასპორტი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.11. ამანათის ოფისიდან გატანის სურვილის შემთხვევაში, საჭიროა მომხმარებელმა ამანათების მართვის პანელში გააკეთოს მონიშვნა: "ოფისიდან წავიღებ", ცვლილების დაფიქსირება საჭიროა ამანათის ჩამოსვლამდე. სხვა შემთხვევაში ცვლილება გათვალისწინებული არ იქნება.
5.12. ამანათის გადაცემის დამოწმება ხდება მომხმარებლის მიერ პირადობის ან პასპორტის წარდგენით და ხელმოწერით ქაღალდის ბლანკზე ან ხელმოწერის გასაკეთებელ სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაზე.

6. ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲘᲡ ᲒᲐᲓᲐᲪᲔᲛᲐ ᲛᲔᲡᲐᲛᲔ ᲞᲘᲠᲖᲔ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲔᲚᲘᲐ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲘᲛ ᲨᲔᲛᲗᲮᲕᲔᲕᲐᲨᲘ, ᲗᲣ ᲛᲐᲡ ᲨᲔᲣᲫᲚᲘᲐ ᲬᲐᲠᲐᲓᲒᲘᲜᲝᲡ:

6.1. როგორც ამანათის მიმღების, ასევე გამტანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი
6.2. Გამტანი პირი წინასწარ შეცვლილია მომხმარებლის პანელიდან.

7. ᲐᲕᲘᲐ ᲠᲔᲘᲡᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲠᲘᲒᲘ, ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲘᲡ ᲓᲐ ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲞᲔᲠᲘᲝᲓᲘ

7.1. თურქეთის საწყობი მუშაობს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. Თურქეთიდან რეისები იგზავნება ყოველ პარასკევ დღეს.
7.2. ტრანსპორტირების საშუალო ხანგრძლივობა შეადგენს 2 დღეს.
7.3. ტრანსპორტირების ღირებულების ინვოისი გამოიგზავნება თბილისში ტვირთის ჩამოფრენისას.
7.4. აღნიშნული ავიარეისების განრიგი არ არის ფიქსირებული და კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ფორსმაჟორული სიტუაციების შემთხვევაში რეისების დაგვიანებაზე (მაგ.: რთული მეტეოროლოგიური პირობები, ავია კომპანიის მიერ გაუქმებული ან შეცვლილი განრიგი და ა.შ.), ასევე დღესასწაულებთან დაკავშირებულ გადატვირთვებზე ავია კომპანიებში.

7.5. ᲤᲘᲚᲘᲐᲚᲨᲘ ᲐᲛᲐᲜᲐᲗᲘᲡ ᲛᲘᲦᲔᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

7.5.1. ფილიალში გაიცემა მხოლოდ ფიზიკური პირის მიერ ჩამოტანილი 300 ლარამდე ღირებულების არაგასაბაჟებელი ამანათები;
7.5.2. ფილიალის მონიშვნა შესაძლებელია რეისის გამოფრენიდან მომდევნო 2 დღის განმავლობაში;
7.5.3. განსაბაჟებელი და დროულად დაუდეკლარირებელი ამანათების გადამისამართება ფილიალში ვერ მოხდება;
7.5.4. ასევე, ფილიალში გადატანილ ამანათებზე ვერ მოხდება საკურიერო სერვისებით სარგებლობა (სტანდარტული, ექსპრესი და რეგიონალური).
7.5.5. ავტომატური გადამისამართება არ გავრცელდება უკვე გამოგზავნილ რეისებზე.

7.6. ᲗᲕᲘᲗᲛᲝᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲘᲡ ᲢᲔᲠᲛᲘᲜᲐᲚᲘᲗ ᲡᲐᲠᲒᲔᲑᲚᲝᲑᲘᲡ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

7.6.1. Sleek • სლიქ -ს თვითმომსახურების ტერმინალი წარმოადგენს ელექტრონულ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც, მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება მასზე სპეციალური 10 ციფრიანი ტერმინალის კოდის აკრეფვით;
7.6.2. ტერმინალის კოდი იგზავნება როგორც SMS-ით ასევე ელ-ფოსტის საშუალებით;
7.6.3. მომხმარებელი ვალდებულია მობილური ტელეფონის ნომერი Sleek • სლიქ-ს ექაუნთში მიუთითოს სწორად, ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში კი უზრუნველყოს მისი განახლება;
7.6.4. ტერმინალის 10 ციფრიანი კოდი ეგზავნება მხოლოდ მომხმარებელს და მომხმარებელი პასუხისმგებელია მის კონფიდენციალობაზე ან დაკარგვაზე;
7.6.5. ტერმინალის მიმდინარე კოდი უქმდება მას შემდეგ რაც მომხმარებელი გაიტანს ყველა ამანათს;
7.6.6. თუ ტერმინალის კოდის მიღების შემდეგ მომხმარებელი დაკარგავს მას, იგი ვალდებულია აცნობოს Sleek • სლიქ-ს აღნიშნულის შესახებ და დააბლოკინოს ტერმინალის კოდი;
7.6.7. ტერმინალის კოდის დაკარგვის შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია ამანათის მიღება ოპერატორთან;
7.6.8. თვითმომსახურების ტერმინალი ფუნქციონირებს Sleek • სლიქ-ს ყველა ოფისში და ფილიალში;
7.6.9. მომსახურება აქტიურდება ავტომატურად ყველა მომხმარებლისთვის;
7.6.10. ტერმინალით ამანათის მისაღებად საჭიროა მასზე 10 ციფრიანი კოდის აკრეფვა, რომელიც მომხმარებელს რეისის ჩამოფრენის შემდეგ ეგზავნება;
7.6.11. ტერმინალში ამანათის მიღებისას მომხმარებელს არ სჭირდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა ან ამანათის მიღების ხელმოწერა;
7.6.12. მესამე პირის მიერ ამანათის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ამანათის მიმღების ნებართვა და შესაბამისი ტერმინალის კოდი;
7.6.13. მესამე პირისთვის ტერმინალის კოდის გადაცემა წარმოადგენს მისი მფლობელის პასუხისმგებლობას. მესამე პირზე ტერმინალის კოდის გადაცემის შემთხვევაში Sleek • სლიქ არ არის პასუხისმგებელი;
7.6.14. ტერმინალში ამანათების მიღებისას პრობლემის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ოპერატორს;
7.6.15. განსაბაჟებელი ამანათის მიღება ტერმინალის საშუალებით არ ხდება.

9. ᲒᲐᲜᲑᲐᲟᲔᲑᲐ:

9.1. დეკლარირება (პროდუქციის გამომგზავნის დასახელების, სასაქონლო კოდის და ფასის მითითება) Sleek • სლიქ–ს ვებ–გვერდზე სავალდებულოა. ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
9.2. ტვირთის განბაჟების პროცედურებზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, თუმცა კომპანია გაუწევს მომხმარებელს დახმარებას გამარტივებული საბაჟო პროცედურებით სარგებლობისას.
9.3. სავალდებულოა Sleek • სლიქ–ს მომსახურების გადახდა განბაჟების პროცედურების დაწყებამდე, ინვოისის გაგზავნიდან 5 დღის ვადაში.
9.4. განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადების თანხა განისაზღვრება 15 ლარით თითოეულ დეკლარაციაზე.
9.5. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანია Sleek • სლიქ–ს, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია Sleek • სლიქ უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

10. ᲞᲠᲝᲓᲣᲥᲪᲘᲐ ᲠᲝᲛᲚᲘᲡ ᲢᲠᲐᲜᲡᲞᲝᲠᲢᲘᲠᲔᲑᲐᲪ ᲐᲙᲠᲫᲐᲚᲣᲚᲘᲐ

10.1. იხილეთ პროდუქციის ჩამონათვალი, რომლის ტრანსპორტირებაც აკრძალულია. მომხმარებლის მხრიდან აკრძალული პროდუქციის გამოგზავნის შემთხვევაში კომპანია Sleek • სლიქ არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქციის საქართველოში გამოგზავნაზე ან უცხოეთში საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე.
10.2. იმ შემთვევაში თუ მომხმარებელი მაინც გაგზავნის აკრძალულ პროდუქციას კომპანია Sleek • სლიქ-ს მიერ მომხმარებლისთვის გადაცემულ თურქულ მისამართზე, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათის გამომგზავნ მაღაზიასთან ან კერძო პირთან ამანათის დაბრუნებაზე. აღნიშნული დარღვევა ჩაითვლება მომსახურების პირობების დარღვევად, რაც გამოიწვევს მომსახურების უპირობო შეწყვეტას და მომხმარებლისთვის საჯარიმო სანქციების დაკისრებას, რაც განისაზღვრება კომპანია Sleek • სლიქ-სთვის მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობით.

11. ᲡᲮᲕᲐ ᲨᲔᲖᲦᲣᲓᲕᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

11.1. მომხმარებლის ან ნებისმიერი მოქალაქის მხრიდან, შეურაწმყოფელი გამონათქვამების გამოყენება, კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, სხვა საექსპედიტორო კომპანიის პირდაპირი ან ირიბი რეკლამირება, როგორც ელ–ფოსტით, ასევე ტელეფონზე, ჩათით ან თანამშრომლების მიმართ პირადად, ასევე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე და ბლოგის გვერდზე გამოიწვევს მომხმარებლის ან გამოვლენილი მოქალაქის სერვისის დაუყოვნებლივ და უპირობო შეწყვეტას, ხოლო კომპანიის ფეისბუკის ან ბლოგის გვერდებიდან მის მიერ გავრცელებული ტექსტის ან კომენტარის გაუქმებას და ბლოკირებას.
11.2. კომპანია უფლებას იტოვებს უარი თქვას საექსპედიტორო სერვისის მიწოდებაზე იმ პირებისთვის და კომპანიებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ სხვა საექსპედიტორო კომპანიას, არიან მათი დამფუძნებლები, დირექტორები თუ სხვა მენეჯმენტის რგოლში მომუშავე პირები.
11.3. ყველა ინფორმაცია და პირობა რომელიც www.sleek.ge ვებ–გვერდზეა განთავსებული, მათ შორის ტექსტური მასალა ხშირად დასმულ კითხვების განყოფილებიდან და მომსახურების პირობების გვერდიდან ნამდვილია და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მომსახურების პირობები ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის დადებულ შეთანხმებად. აღნიშნული პირობების მომხმარებლისთვის წარდგენის მომენტიდან, კომპანიის ვებ–გვერზე შესაბამისი „ვეთანხმები“ ღილაკის დაჭერით.
11.4. Sleek • სლიქ არ იღებს პასუხისმგებლობას თურქულ საქართველოში ამანათის ტრანსპორტირებაზე თუ პროდუქციის გამოწერისას მომხმარებელი დაუშვებს შეცდომას და თურქულ მისამართს მიუთითებს არასრულად ან არასწორად. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია მომხმარებლის გვერდზე.
11.5. Sleek • სლიქ ვალდებულებას იღებს კლიენტთთან მხოლოდ იმ სერვისებზე, რაც აღწერილია მომსახურების პირობების გვერდზე.
11.6. Sleek • სლიქ უფლებას იტოვებს მოახდინოს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერა და დამახსოვრება ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო თუ ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ყველა სახეობის საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების, ჩათით ან ტელეფონით საუბრები, ფეისბუკის თუ ბლოგის კომენტარები, რაც შესაძლოა კომპანიამ გამოიყენოს მისი უფლებების დაცვის მიზნით მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში.
11.7. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს.
11.8. ოთახის ნომერი, რომელზეც არცერთი ამანათი არ ფიქსირდება ჩაითვლება არა-აქტიურად და რეგისტრაციიდან 24 თვის შემდეგ გაუქმდება
11.9. მომხმარებლის პირადი ინფორმაცია დაცულია. კომპანია Sleek • სლიქ არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას სასამართლო დადგენილების გარეშე.
11.10. კომპანია Sleek • სლიქ უფლებას იტოვებს კლიენტის წინასწარი ინფორმირების შემდეგ, მასთან შეთანხმების გარეშე, შეცვალოს მომსახურების მიწოდების პირობები ან შეუწყვიტოს მომხმარებელს მომსახურების მიწოდება.
11.11. მომხმარებლის სახელი და გვარის შეცვლა რეგისტრაციის შემდეგ აღარ ხდება, კომპანიის მხრიდან შესაბამისი ინსტრუქციების გარეშე. ინსტრუქციები გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას ოფისში, ელ-ფოსტაზე დადასტურებას და სხვა
11.12. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, მომხმარებლისა და ექსპედიტორის უფლება-მოვალეობები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გმადლობთ თანამშრომლობისთვის

ავტორიზაცია რეგისტრაცია